ირაკლი კობახიძე - ახალგაზრდულ პოლიტიკას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ

გვინდა, რომ წელსვე დაინერგოს ეს სტაჟირების პროგრამა, რომელიც მისცემს კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს იმის საშუალებას, რომ თავიდანვე მარტივად ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში როგორც საჯარო დაწესებულებებში, ასევე კერძო სტრუქტურებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შემოდგომაზე 4-წლიან სამთავრობო პროგრამას წარადგენენ, სადაც კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია იქნება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავს საქართველოს ხელისუფლება ზოგადად ახალგაზრდული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ქვეყანაში.

„გვინდა, რომ თქვენთან ერთად განვიხილოთ კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამა, რასთან დაკავშირებითაც თავის დროზე პარლამენტმა მიიღო კანონი, შემდეგ საქართველოს მთავრობის სხდომაზე ამასთან დაკავშირებით გვქონდა ჩვენ განცხადება. გვინდა, რომ წელსვე დაინერგოს ეს სტაჟირების პროგრამა, რომელიც მისცემს კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს იმის საშუალებას, რომ თავიდანვე მარტივად ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში როგორც საჯარო დაწესებულებებში, ასევე კერძო სტრუქტურებში. ეს არის ამ ინიციატივის მთავარი არსი და მიზანი. ზოგადად, ახალგაზრდულ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ. ამასთან დაკავშირებით განათლების მინისტრს ჰქონდა პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ. გვაქვს როგორ მოკლევადიანი გეგმები, ასევე გრძელვადიანი გეგმების მონახაზი. ჩვენ გვექნება 4-წლიანი სამთავრობო პროგრამა წარდგენილი შემოდგომაზე და იქ კიდევ უფრო მეტს ვისაუბრებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ ზოგადად ახალგაზრდული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, აქ განათლებას უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება, სპორტს, სხვა მომიჯნავე საკითხებს. ბევრი რამის გამოსწორება, გაუმჯობესება შეიძლება და ეს იქნება ჩვენი საშუალოვადიანი გეგმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

რაც შეეხება უშუალოდ კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამას. დღეს ბატონი მინისტრი წარმოადგენს პრეზენტაციას. ჩვენ შეგნებულად არ მივეცით ამ პროგრამას საბოლოო სახე, გვაქვს მონახაზი, ჩვენი წინადადებები, ჩვენი შეთავაზებები, მათ შორის, ალტერნატიული ვარიანტები და გვინდა თქვენთან ერთად დავამუშაოთ და მივცეთ საბოლოო სახე ამ პროგრამას. ზოგადად, ჩართულობა არის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ყველა გადაწყვეტილება იქნას სწორად მიღებული. როგორი კარგიც არ უნდა იყოს მიზანი, თუ არ არის კარგად გავლილი შესაბამის წრეებთან, მოქალაქეებთან, შესაბამისი დარგის წარმომადგენლებთან, ამ შემთხვევაში თქვენთან, სტუდენტებთან, რა თქმა უნდა, შეიძლება ხარვეზები გაგვეპაროს. ამიტომ გვინდა, რომ მაქსიმალურად დახვეწილი იყოს ის პროგრამა, რომელსაც შევიმუშავებთ, დავამუშავებთ თქვენთან ერთად. დღეს გვაქვს პირველი შეხვედრა თქვენთან, სტუდენტებთან, ამის შემდეგ გვინდა კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებთანაც გავმართოთ ანალოგიური შეხვედრა, ასევე რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ უკვე იმედი გვაქვს, რომ მივცემთ საბოლოო დახვეწილ სახეს იმ პროგრამას, რომელიც უნდა ამოქმედდეს უკვე შემოდგომიდან“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება