ირაკლი კობახიძე - ყველა ემიგრანტს, რომელიც გამოხატავს ამის სურვილს, ხმის მიცემის საშუალება ექნება - დანარჩენი სპეკულაციებია

ყველა ემიგრანტს, რომელიც გამოხატავს ამის სურვილს, ხმის მიცემის საშუალება ექნება - დანარჩენი სპეკულაციებია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საზღვარგარეთ, საქართველოს ყველა საელჩოში, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა.

„ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაციები თვეებია გრძელდება. რეალურად, ყველა საელჩოში, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა. შესაბამისად, ყველა ემიგრანტს, რომელიც გამოხატავს ამის სურვილს, ხმის მიცემის საშუალება ექნება. დანარჩენი სპეკულაციებია! გვესმის, რომ, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ გაიხსნება 10 და 20 საარჩევნო უბანი. აქ არის მობილობის კუთხით პრობლემები, მაგრამ რამდენადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად, ყველა საელჩოში, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იხსნება საარჩევნო უბნები. დანარჩენი - ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციებია“,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება