„ჰამასი“ აცხადებს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის რეზოლუციაზე რუსეთისა და ჩინეთის მიერ ვეტოს დადებას მიესალმება

„ჰამასი“ აცხადებს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის რეზოლუციაზე რუსეთისა და ჩინეთის მიერ ვეტოს დადებას მიესალმება.

„ჩვენ რუსეთის, ჩინეთისა და ალჟირის პოზიციის მიმართ მადლიერებას გამოვხატავთ, რომლებმაც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის შესახებ ამერიკული მიკერძოებული რეზოლუცია უარყვეს“, - აცხადებს „ჰამასი“.

„ჰამასის“ განცხადებით, რეზოლუციის პროექტი „მცდარ ფორმულირებას შეიცავს და ისრაელს ღაზის სექტორში პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდური ომის წარმოებისთვის ლეგიტიმურობას აძლევს“.

შეგახსენებთ, გუშინ, გაერო-ს უშიშროების საბჭოში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის მიერ წამოყენებულ რეზოლუციას, უშიშროების საბჭოს 11-მა წევრმა მხარი დაუჭირა, ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო დაადეს, ალჟირმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, ხოლო გაიანამ თავი შეიკავა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება