აშშ-მა ბალტიის ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის 228 მილიონი დოლარი გამოყო

აშშ-მა ბალტიის ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის 228 მილიონი დოლარი გამოყო. შესაბამისი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესმა მიიღო.

ბალტიის სამი ქვეყნისთვის (ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი) განკუთვნილი სამხედრო დახმარება აშშ-ის მთავრობის დაფინანსების შესახებ კანონპროექტშია გათვალისწინებული, რომელიც 23 მარტს აშშ-ის კონგრესში დაამტკიცეს. 228 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გადაცემა წელს ბალტიის უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში მოხდება.

თავის განცხადებაში ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა აღნიშნა, რომ ამჯერად ვაშინგტონის მხრიდან ბალტიის ქვეყნების დახმარება რამდენიმეჯერ მეტია, ვიდრე წინა წელს.

„ეს [სამხედრო დახმარება] მკაფიო სიგნალს აგზავნის იმაზე, რომ აშშ, ნატოს ფარგლებში უდიდესი მოკავშირე, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისადმი ერთგულია”, - განაცხადა პევკურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება