თეთრი სახლი - აშშ-ის მთავრობამ რუსეთს გაუზიარა ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ - არანაირი უკრაინის მონაწილეობა არ ყოფილა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭო აცხადებენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის უკან უკრაინა დგას.

”არავითარი მტკიცებულება არ არსებობს - და სინამდვილეში, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ რეალურად, ყველა მონაცემით, მომხდარზე პასუხისმგებელი „ისლამური სახელმწიფოა“, - განაცხადა ჰარისმა ABC News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, მომხდარი ტერორისტული აქტია.

„რაც მოხდა არის ტერორისტული აქტი და დაღუპულთა რიცხვი აშკარად ტრაგედიაა და ჩვენ ყველამ უნდა გამოვუცხადოთ სამძიმარი ამ ოჯახებს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ამასთან, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა ედრიენ უოტსონმაც განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკისრება და არანაირი უკრაინის მონაწილეობა არ ყოფილა.

"მარტის დასაწყისში აშშ-ის მთავრობამ რუსეთს გაუზიარა ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ. ჩვენ ასევე გავუგზავნეთ საჯარო რჩევა რუსეთში მცხოვრებ ამერიკელებს 7 მარტს. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-ს ეკისრება. არანაირი უკრაინის მონაწილეობა არ ყოფილა”, - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო