კიმ ჩენ ინი - ჩრდილოეთ კორეა ეწინააღმდეგება ყველანაირ ტერორიზმს - ჩვენი ხალხი საკუთარ ტკივილად მიიჩნევს მეგობარი რუსი ხალხის უბედურებასა და მწუხარებას

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში, საკონცერტო დარბაზზე მომხდარი თავდასხმის გამო სამძიმარს უცხადებს.

კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) ცნობით, კიმმა „ღრმა სამძიმარი და თანაგრძნობა გამოუცხადა“ ვლადიმერ პუტინს, რუს ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს „მოსკოვის ოლქში განხორციელებული ფართომასშტაბიანი ტერაქტის შედეგად გამოწვეული მძიმე მსხვერპლის გამო“.

კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ეწინააღმდეგება "ყველა სახის ტერორიზმს და ვერაფერი გაამართლებს საშინელ ტერორიზმს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს".

„ჩვენი ხალხი საკუთარ ტკივილად მიიჩნევს მეგობარი რუსი ხალხის უბედურებასა და მწუხარებას“, - აცხადებს კიმ ჩენ ინი.

შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-ამდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება