უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 43 რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 18 რაკეტა და 25 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების სარდალზე, ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკრაინას Kh-101/Kh-555 ტიპის 29 ფრთოსანი რაკეტით და Shahed-ის ტიპის 28 დრონით შეუტიეს.

„განადგურდა 43 საჰაერო სამიზნე: X-101/X-555 ტიპის 18 ფრთოსანი რაკეტა და Shahed-136/131 ტიპის 25 დრონი დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, მიკოლაივის, ოდესის, სუმის, კიევის, ვოლინისა და ლვოვის ოლქებში“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამით რუსებმა ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტებისა და დრონების გამოყენებით კომბინირებული თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ლვოვის ოლქში, კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, ხოლო დნეპროპეტროვსკის ოლქში ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება