თბილისში მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციაზე დღეს სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

ასევე, აირჩევენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს/წევრებს, ხმის დამთვლელ კომისიას, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრს/წევრებს; საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრს/წევრებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.

როგორც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ მედიასთან კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, დღევანდელი კონფერენცია, ძირითადად, შეკრებილია საბჭოს წევრების ასარჩევად, თუმცა, ვინაიდან, “ვეტინგი” აქტიურად განიხილება, მისთვის საინტერესოა, რას ფიქრობენ მოსამართლეები.

“დღეს ჩვენი კონფერენცია ძირითადად შეკრებული არის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ავირჩიოთ, მაგრამ, ვინაიდან, სასამართლოს წინააღმდეგ ეს, “ვეტინგი” მიდის საუბარი, ჩემთვისაც საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ მოსამართლეები”, - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს