მარია ზახაროვა - “კროკუსში” მომხდარი ტერაქტის გამოძიების დასრულებამდე ვაშინგტონის მიერ კიევის ნებისმიერი გამართლება სამხილად უნდა ჩაითვალოს

„კროკუსში“ მომხდარი ტერაქტის გამოძიების დასრულებამდე, ვაშინგტონის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რომელიც კიევს ამართლებს, სამხილად უნდა ჩაითვალოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„კროკუს სითი ჰოლში” მომხდარი ტერაქტის გამოძიების დასრულებამდე, ვაშინგტონის ნებისმიერი ფრაზა, რომელიც ამართლებს კიევს, სამხილად უნდა ჩაითვალოს“, - დაწერა მან „ტელეგრამის“ არხზე.

შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-ამდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ედრიენ უოტსონმა განაცხადეს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის უკან უკრაინა დგას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება