მიხეილ სარჯველაძემ ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, „ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა“, ინფიცირების შემთხვევების ეფექტური დიაგნოსტიკა, მკურნალობა და საქართველოში, ინფექციასთან ბრძოლისთვის გატარებული ღონისძიებები განიხილა.

„შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს უკანასკნელ პერიოდში, ტუბერკულოზის მართვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. ქვეყანა უზრუნველყოფს ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის თანამედროვე დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას. კერძოდ, საქართველომ, 2015 წელთან შედარებით, შეძლო ტუბერკულოზის ინციდენტობის 50%-ით შემცირება. მომსახურებები ფინანსდება სრულად სახელმწიფოს მიერ და პაციენტის მხრიდან, არ ითვალისწინებს თანაგადახდას.

ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივითა და აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიებას, სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა