ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს - „სასწაული სკანდალი“ -  ჩემი ფულით წავედი და თქვენი საქმე არ არის,  არავის საქმე არ არის, სად დავისვენებ 5 დღე   - გამოსაძიებელია, ვინ გიკვეთავთ ამ ბინძურ, შეკვეთილ სტატიებს და სიუჟეტებს

„სასწაული სკანდალი“, რა თქვენი საქმე, მე სად წავედი? თქვენი საქმე არ არის, სად დავდივარ მე, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, „თუ რა მიზნით იმყოფებოდა დუბაიში“.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, დუბაიში საკუთარი ხარჯებით იმყოფებოდა.

გარდა ამისა, მან „ტვ პირველი“ სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

„თქვენი საქმე არ არის, მე არ ვარ დღეს პრემიერ-მინისტრი. რას დამდევთ საერთოდ? მეტი საქმე არ გაქვთ? საქმეს მიხედეთ!რატომ ხარჯავთ ფულს იმაში, რომ დუბაიში ფოტოები გადამიღოთ. საერთოდ, როგორ კადრულობთ, რომ ჩემს მცირეწლოვან შვილებს ფოტოებს უღებთ და ტელევიზიით ავრცელებთ, ეს არის თქვენი სტანდარტი. ერთი მაგალითი მითხარით, როცა მე რომელიმე ოპონენტის ოჯახს ან შვილებს შევხებივარ? არასდროს. ეს არის თქვენი ხელწერა, თქვენ ხართ მატყუარა ტელევიზია. ჩემი ფულით წავედი და თქვენი საქმე არ არის, რით წავედი. არავის საქმე არ არის, 5 დღე მე სად დავისვენებ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მატყუარა ტელევიზია. მაგალითად, ერთი ფაქტი მითხარით, როცა კორუფციაზე საუბრობთ, ფაქტი დამისახელეთ ერთი, რომელიც ჩემთან არის დაკავშირებული. თქვენ ხართ კორუმპირებული ტელევიზია იცით რატომ? ნებისმიერ სიუჟეტს შეუკვეთს დღეს მოქალაქე. მილიარდები რომ მქონდეს, თქვენ ფულს არ გადაგიხდით. გამოსაძიებელი იცით რა არის? გამოსაძიებელია, ვინ გიკვეთავთ ამ ბინძურ, შეკვეთილ სტატიებს და სიუჟეტებს? თქვენი დამფუძნებელი, თქვენი მეპატრონე არის მკვლელი ჩვეულებრივი, ბატონი წერეთელი, ყველამ კარგად იცის თბილისში, 20 წლის წინ უდანაშაულო ბავშვი გაიტანა. კი არ ვაბრალებ, ყველამ იცის. თქვენი ტელევიზია არის დაფინანსებული თაღლითი, კრიმინალი ხაზარაძის მიერ, კახა ოქრიაშვილის მიერ, რომელიც ასეთივე ბანდიტი გამომძალველია, ძარცვავს პირდაპირ ჩვენს ხალხს. თქვენი სახელი არის მატყუარა ტელევიზია, თქვენ ხართ კორუმპირებული ტელევიზია და თქვენი არცერთი სიტყვა არ დაიჯერება”,-მიმართა ღარიბაშვილმა არხის ჟურნალისტს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს