საფრანგეთმა, მოსკოვში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განგაშის დონე აწია

საფრანგეთმა რუსეთში, საკონცერტო დარბაზში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა, - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში მოიწვია.

„იმის გათვალისწინებით, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო და ასევე ჩვენს ქვეყანაში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ავწიოთ „ვიგიპირატი“ (ეროვნული უსაფრთხოების განგაშის სისტემა) უმაღლეს დონეზე : გადაუდებელი თავდასხმა“, - წერს საფრანგეთის პრემიერი.

საფრანგეთის განგაშის სისტემას სამი დონე აქვს. „გადაუდებელი თავდასხმის“ დონე აქტიურდება საფრანგეთში ან მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული თავდასხმის ფონზე, ან როდესაც თავდასხმის საფრთხე გარდაუვალია.

შეგახსენებთ, 22 მარტს, რუსეთში, მოსკოვის ოლქში საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 137 და დაშავდა 180-ზე მეტი ადამიანი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება