სახალხო დამცველის აპარატი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია N2 დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე, განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატი „ტვ პირველის” გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია N2 დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე, განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„2024 წლის 24 მარტს ტელეკომპანია ტვ პირველის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც საუბარია N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი პატიმრის მიერ შიმშილობის გამოცხადებაზე დაწესებულებაში არსებულ ცუდ პირობებთან და მოპყრობასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის რწმუნებულები ყოველკვირეულად ხვდებიან სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ათობით პატიმარს, მათ შორის, ვიზიტები მუდმივად ხორციელდება N2 პენიტენციურ დაწესებულებაშიც. რწმუნებულები ხვდებიან ყველა შესაძლო უფლებადარღვეულ პატიმარს.

ბოლო ვიზიტი N2 დაწესებულებაში განხორციელდა 20 მარტს, სადაც რწმუნებულებმა მოინახულეს არაერთი პატიმარი, მათი განცხადებების საფუძველზე. მომდევნო ვიზიტი განხორციელდება ხვალ, სიუჟეტში მითითებული პატიმრის იდენტიფიცირებისა და მონახულების მიზნით.

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს N2 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე და ახორციელებს კონკრეტული პატიმრების უფლების დარღვევის ფაქტებზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებასაც.

აპარატი მომავალშიც გააგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარების მონიტორინგს”,- ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება