ლევან დავითაშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალფარსლან ბაირაქტარს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ენერგეტიკის სექტორში.

„ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის ელექტროგადამცემი სისტემების მუშაობის უზრუნველყოფას პარალელური რეჟიმით. აღინიშნა, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება, ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგოსისტემის გამტარუნარიანობას და საიმედოობას, მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიით რეგიონულ ვაჭრობას და გაზრდის იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესაძლებლობებს მეზობელ ქვეყნებს შორის.

მინისტრებმა ასევე, ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე რეგიონული ენერგეტიკული პროექტების ფორმატშიც. მათ შორის, ხაზი გაესვა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების მნიშვნელობას ევროპულ ბაზარზე. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის დასახელდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტიც, რომლის ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმართავენ ძალისხმევას, რათა საქართველო და თურქეთი გახდნენ ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების საიმედო მიმწოდებლები.

შეხვედრაზე ასევე წარიმართა საუბარი თანამშრომლობაზე ენერგეტიკულ სექტორში ახალგაზრდა კადრების მომზადების მიმართულებით“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება