პოლონეთის სეიმის სპიკერი რუსული რაკეტის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაზე - ასეთი ინციდენტები ხდებოდა, ხდება და მოხდება, ვიდრე უკრაინაში ომი გაგრძელდება

ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება, რუსული რაკეტებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ინციდენტები შესაძლოა განმეორდეს, - ასე გამოეხმაურა პოლონეთის სეიმის სპიკერი, შიმონ გოლოვნია რუსული რაკეტის მიერ გუშინ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს.

„ასეთი ინციდენტები ხდებოდა, ხდება და, დიდი ალბათობით, მოხდება, სანამ უკრაინაში ომი გაგრძელდება“, - აღნიშნა შიმონ გოლოვნიამ.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა სისტემამ იმუშავა. შიმონ გოლოვნიას განმარტებით, რაკეტების ჩამოგდება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ დაზარალდეს მშვიდობიანი მოსახლეობა.

„თუ ჩამოაგდებთ ასეთ რაკეტას, მისი ფრაგმენტები სადღაც უნდა დაეცეს, ეს ხდება უკონტროლო და ბევრად უფრო რთული პროცესი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სამხედროები ისე მოიქცნენ, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ", - დასძინა მან.

ცნობისთვის, გუშინ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. კერძოდ, რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში სოფელ ოსიერდოვის ტერიტორიაზე შეიჭრა და 39 წამის განმავლობაში იმყოფებოდა. პოლონეთმა ინციდენტის შესახებ ნატო-ს მოკავშირეებს აცნობა და განაცხადა, რომ რუსეთისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა კი განაცხადა, რომ პოლონეთი ჩამოაგდებდა რუსულ რაკეტას, რომ ყოფილიყო ნიშნები, რომ ის პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნისკენ მიემართებოდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო