მამუკა მდინარაძე - პარტიის თავმჯდომარე შვებულებაში წავა თუ არა, რა ტელევიზიის საქმეა? - ხაზარაძეს ვინ ეკითხება?

პარტიის თავმჯდომარე შვებულებაში წავა თუ არა, რა ტელევიზიის საქმეა? - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დუბაიში მოგზაურობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, "პარტიულ შვებულებაში წასვლის საკითხი არავის ეკითხება".

„რაც შეეხება მის დასვენებას, თუ არ დასვენებას. სხვათა შორის, გამეცინა, როცა ეს კომენტარი მოვისმინე, ორი დღით ადრე, ვუთხარი ჟურნალისტს ნახევრად ხუმრობით, ისე არ ვაკადრებდი, თქვენ ვინ გეკითხებათ პარტიულ შვებულებებს-მეთქი. კაცი პრემიერ-მინისტრი იყო, შვებულებაც, წასვლაც, წამოსვლაც ყველაფერი დეკლარირებული კი არა, საჯაროდ უნდა ჰქონოდა და ასეც იყო, მაგრამ პარტიიდან შვებულებაშია თუ არა გასული, თქვენ ვინ გეკითხებათ-მეთქი, ჟურნალისტს ვეხუმრე. პარტიის თავმჯდომარე შვებულებაში წავა თუ არა, რა ხაზარაძის ტელევიზიის საქმეა? ღარიბაშვილი შვებულებაში წავა, 5 დღით, 3 დღით თუ 6 დღით დაისვენებს, ხაზარაძეს ვინ ეკითხება? ეკითხებოდა ყველას, ხაზარაძესაც და ნებისმიერ მოქალაქესაც, მიუხედავად იმისა, თაღლითი იქნებოდა ხაზარაძე, თუ დანარჩენი პატიოსანი მოქალაქე, ამის მიუხედავად, ყველას ეკითხებოდა, მაგრამ ახლა პარტიულ შვებულებებს ნამდვილად არ ეკითხება ხაზარაძეს და არც არავის“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება