ნათია თურნავა - ლარი კვლავ გამყარებული რჩება და მთლიანობაში ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას თქმით, ლარის მოკლევადიან რყევებს მნიშვნელოვანი ყურადღება არ უნდა მიენიჭოს, რადგან მცირე სავალუტო ბაზარზე, კურსის რყევა ზოგადად შეიძლება ერთი მსხვილი ტრანზაქციითაც იყოს განპირობებული. ამის შესახებ ნათია თურნავამ სებ-ის მიერ გამართულ კონფერენციაზე - „გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე“ განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენი ვალუტის კურსს, ეს მხოლოდ ჩვენი შეფასება არ არის და ამას ამბობს სავალუტო ფონდიც, ლარის გაცვლითმა კურსმა ისტორიული გამყარება აჩვენა, რამაც ინფლაციის შემცირებაში დიდი წვლილი შეიტანა. ლარი კვლავ გამყარებული რჩება და მოკლევადიან რყევებს, რომელიც ჩვენს ბაზარზეა დიდ ყურადღებას ნუ მივანიჭებთ, რადგან ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს, ჩვენი სავალუტო ბაზარი მცირეა და შეიძლება, ერთჯერადმა მსხვილმა ტრანზაქციებმა მოახდინოს ეს რყევა. მთლიანობაში ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს, სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში კვლავაც ძლიერია, იქნება ეს ტურიზმი, თუ მომსახურების ექსპორტი თუ გზავნილი და ამ მხრივ დესტაბილიზაციას არ ველოდებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება