მამუკა მდინარაძე - აშშ-ს რომ ვსაყვედურობთ, ხომ არ დაგვიმალავს? - ჩვენს მეგობრებს მეგობრულ საყვედურს ვეუბნებით, რომ ან ფრენები გაგვიხსენი ან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გავაძლიეროთ - ეს ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულებას ამცირებს

აშშ-ს რომ ვსაყვედურობთ, ხომ არ დაგვიმალავს ეს? - ჩვენს მეგობრებს მეგობრულ საყვედურს ვეუბნებით, რომ ან ფრენები გაგვიხსენი ან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გავაძლიეროთ ან რაღაც ვქნათ - ამას ამერიკაზე თავდასხმად აფასებენ თქვენი წარმომადგენლები, მაგალითად, [მამუკა] ხაზარაძე იქნება ეს თუ “ნაცმოძრაობის” სხვა წარმომადგენლები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ ქვეყანასთან ახალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გახსნა, “რუსეთზე, ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულების რისკებს შეამცირებს”.

“საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა იყოს მეტ ქვეყანასთან. შესაბამისად, ახალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გახსნა, არა რუსეთზე და ოკუპანტ ქვეყანაზე, ნებისმიერ ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულებას ამცირებს. ხომ ასეა? მით უმეტეს ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულების რისკებს ამცირებს. ხომ არ ზრდი? მაგალითად, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში რომ ღრმად შევდივართ და სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ, ეს ამცირებს რუსეთზე დამოკიდებულებას თუ ზრდის? ხომ ამცირებს? თუ აშშ-ს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამდენი ხანია ასე ვუწოდებთ და ასე გავაგრძელებთ, მაგრამ, რომ ვსაყვედურობთ, ხომ არ დაგვიმალავს ეს? ვსაყვედურობთ, ჩვენს მეგობრებს მეგობრულ საყვედურს ვეუბნებით, რომ ან ფრენები გაგვიხსენი ან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გავაძლიეროთ ან რაღაც ვქნათ. არავის ვაყვედრით, მაგრამ ჩვენი სამხედრო ძალები, მხარდამხარ იბრძვიან ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად და ამხელა კონტრიბუცია რომ აქვს, საქართველოს, ნატო- არაწევრ ქვეყანას, ისეთი არც ერთს არ აქვს. 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა, 300-ზე მეტი დასახიჩრებული და დაჭრილი გვყავს. რაც შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან, პატარა, თავმოყვარე ქვეყანას, ვაკეთებთ მათ გვერდიგვერდ, მაგრამ შედეგები ჩვენც გვინდა. ამას ამერიკაზე თავდასხმად აფასებენ თქვენი წარმომადგენლები, მაგალითად, ხაზარაძე იქნება ეს თუ “ნაცმოძრაობის” სხვა წარმომადგენლები. თავდასხმა კი არა, ხაზს ვუსვამთ, მეგობრულ საყვედურს ვეუბნებით”, - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება