„მინდა ვიცოცხლო“ - ამ სლოგანით ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრები და ონკოპაციენტების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ

„მინდა ვიცოცხლო“ - ამ სლოგანით ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრები და ონკოპაციენტების ნაწილი თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსღან შეიკრიბნენ, სადაც ონკოპაციენტების ჯანმრთელობის უფლების დასაცავად მიმართული მოთხოვნები კიდევ ერთხელ საჯაროდ გააჟღერეს.

ისინი ჯანდაცვის ახალ მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუწოდებენ, რომ ონკოპაციენტებს შეხვდეს.

ონკოპაციენტების განმარტებით, ძირითადი ცვლილებების გატარების მოთხოვნა კვლავ ძალაშია. კერძოდ, ისინი მკურნალობისთვის გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაუქმებას და ონკოპაციენტების სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრას მოითხოვენ.

ონკოპაციენტების თქმით, სამკურნალოდ გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტი არასაკმარისია.

„ჩვენ დღეს შევიტანეთ განცხადება მიხეილ სარჯველაძის სახელზე. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია. ჩვენ ონკოპაციენტებისთვის ლიმიტის მოხსნას ვითხოვთ, ასევე, მედიკამენტების დამატებას დაფინანსების პროგრამაში. გარდა ამისა, ინდივიდუალურ მიდგომას ვითხოვთ. გათვალისწინებული უნდა იყოს ონკოპაციენტების მდგომარეობა და ამ ადამიანებს თვეობით არ უწევდეთ უწამლოდ და დაფინანსების გარეშე ლოდინი. ასევე, ჩვენ ვითხოვთ მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას გადადგომას, რადგანაც მან მოგვატყუა წინა შეხვედრაზე, 12 მარტს და გვითხრა, რომ დეფიციტი მოხსნილი იქნებოდა. დღეის მონაცემებით, 25 მარტსაც კი ჩვენ ქვეყანაში დეფიციტი გვაქვს, უკვე ამ კვირაში ჩვენ დავკარგეთ რამდენიმე ადამიანი წამლის დეფიციტის და დაფინანსების დაგვიანების გამო. სწორედ, ამიტომ ჩვენს განცხადებაში, ასევე, ვაცნობეთ მინისტრს, რომ თუ 8 აპრილამდე ჩვენი რომელიმე მოთხოვნა მაინც არ დაკმაყოფილდება ( ჩვენ სასწრაფოდ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვითხოვთ), მაშინ ჩვენ გადავალთ უკვე კანცელარიასთან და საქართველოს მთავრობას ჩვენს ხმას გავაგონებთ, მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიან პროტესტს დავიწყებთ“, - აღნიშნა ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის” წევრმა, გვანცა აფხაიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის