ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს - მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ჩვენს ურთიერთობებში

ძალიან კმაყოფილი ვარ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებით, რომელიც დინამიურად ვითარდება.­ მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ჩვენს ურთიერთობებში, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას ერევანში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველო ცდილობს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დალაგებას ხელი შეუწყოს.

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამოსწორებისკენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ უმაღლეს დონეზე სამი პრინციპით ვიხელმძღვანელებთ. ალმაათის 1991 წლის დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც აღიარებს ორივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, დელიმიტაციის პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, [ასევე] ალმაათის დეკლარაციის საფუძველზე კვლავ, ორივე ქვეყანას შორის მოხდეს ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე ურთიერთობების დალაგება.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მშვიდობა და ეს პროექტი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას იქნება სამომავლო თანამშრომლობის საწინდარი სტრატეგიული ურთიერთობების დასალაგებლად აზერბაიჯანთან. საქართველო დაინტერესებულია არამხოლოდ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზაციით, არამედ პრაქტიკულადაც ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიურად ვითარდება. მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და კიდევ უფრო ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ჩვენ ურთიერთობებში“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება