ჯაბა სამუშიამ სირაკუზის ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის (სირაკუზის ინსტიტუტი) წარმომადგენლებს შეხვდა.

თსუ-ს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტსა და სირაკუზის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს ინსტიტუტებს შორის კულტურულ, საგანმანათლებლო, სასწავლო, კვლევითი და აკადემიური აქტივობების განხორციელებას.

თსუ-ს რექტორმა სირაკუზის ინსტიტუტის წარმომადგენლებს გააცნო თსუ-ისა და იურიდიული ფაკულტეტის როლი სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა დაუდასტურა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სირაკუზის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება, რადგან თქვენი გამოცდილებაც, ისევე როგორც ჩვენი, საკმაოდ დიდი და საინტერესოა სამართლის მიმართულებით,“-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

„თსუ იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტსა და სირაკუზის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში სისხლის სამართლის კვლევების განვითარებას, აგრეთვე, ერთობლივი ღონისძიებების - სიმპოზიუმების, კონფერენციების ჩატარებას.

მომდევნო თვეების განმავლობაში სირაკუზის ინსტიტუტის წარადგენს საკუთარ ინიციატივას - „REACT“, რომელიც გულისხმობს რეგიონული მძიმე დანაშაულების ტრენინგპლატფორმის შექმნას და მის ფარგლებში გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებისა და კურსების ჩატარებას. მხარეები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, მათ შორის, კვლევითი, საგანმანათლებლო და აკადემიური აქტივობების განხორციელების კუთხით.

შეხვედრას თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, სირაკუზის ინსტიტუტის პრეზიდენტი ჟან-ფრანსუა ტონსა, სირაკუზის ინსტიტუტის გენერალურ დირექტორი ფილიპო მუსკასა, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია და ფაკულტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტს საკმაოდ დიდი ისტორია და გამოცდილება აქვს . ინსტიტუტი 1972 წელს დაარსდა ქალაქ სირაკუზაში (იტალია), რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კვლევით, საგანმანათლებლო დაწესებულებას საერთაშორისო და შედარებითი სისხლის სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება