პეტრე ცისკარიშვილი - საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად, თუ ამ რეჟიმის მთავარი ოპონენტი, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი და კამპანიაში ჩართული არ იქნება

ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად ვერ იქნება აღიარებული, თუ ამ რეჟიმის მთავარი ოპონენტი, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი და კამპანიაში ჩართული არ იქნება, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის შეფასებით, იმისათვის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს, ამას პოლიტიკური სითამამე და გამბედაობა სჭირდება.

„ერთ ადამიანს შეუძლია მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილება, ამას პოლიტიკური სითამამე და პოლიტიკური გამბედაობა სჭირდება იმისათვის, რომ მესამე პრეზიდენტი თავისუფალი იყოს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო არჩევნები კარს მოგვადგა და ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ, კონკურენტულ და ლეგიტიმურ არჩევნებად ვერ იქნება აღიარებული, თუ მთავარი ოპონენტი, მთავარი მოწინააღმდეგე ამ რეჟიმის კამპანიაში ჩართული არ იქნება და ამ საარჩევნო პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მომსახურების“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს