ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე - უკრაინას  მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება - ყველამ, ვინც პატივს ვცემთ და ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, ბოლო უნდა მოვუღოთ ამ ტერორს

უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებას და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ კიევზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო შეტევას.

„რუსმა ტერორისტებმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს კიევში. სამწუხაროდ, ტიპური ურბანული უბნის სახლები დაზიანდა. დაშავებულია 5 ადამიანი. ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს. ვიმეორებთ, რომ უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებას და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს. ყველა ჩვენგანმა, ვინც პატივს ვცემთ და ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, ბოლო უნდა მოვუღოთ ამ ტერორს“, - წერს ზელენსკი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

კიევზე თავდასხმას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც გამოეხმაურა და მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ.

„ეს არის შეხსენება, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა, განსაკუთრებით Patriot-ის სისტემები და რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი რუსული თავდასხმის მოგერიება“, - აღნიშნა კულებამ.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. უკრაინელებმა ორივე ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. რაკეტების ნამსხვრევები დედაქალაქის ოთხ რაიონში ჩამოცვივდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 5 ადამიანი.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ