ბექა ლილუაშვილი - გასაკვირი და უცნაურია, როცა „ქართული ოცნება“ ყოველ დღე იმეორებს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, 40%-იანი ბარიერის გაუქმება რა მიზანს ემსახურება?!

გასაკვირი და უცნაურია, როცა „ქართული ოცნება“ ყოველ დღე იმეორებს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, 40%-იანი ბარიერის გაუქმება რა მიზანს ემსახურება?! - ეს მმართველი პარტიის პოზიციებს ძლიერად ვერ წარმოაჩენს, რადგან მცირდება სტანდარტი და ლეგიტიმაცია! - აღნიშნული განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა.

როგორც ლილუაშვილმა განმარტა, 2014 წელს, საკრებულოს მაჟორიტარების არჩევის 40%-იანი საარჩევნო ბარიერი იმ მოტივით დაწესდა, რომ დეცენტრალიზაციის გათვალისწინებით თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელებსა და საკრებულოების მაჟორიტარებს მეტი ლეგიტიმაცია ჰქონოდათ.

„რატომ გახდა 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმება საჭირო?! მაშინ როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წელიწადნახევარშია, რატომ არ უნდა მოხდეს საკითხის ინიცირება ახალ პარლამენტში?“ - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

პარლამენტში ინიცირებულია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რომლის მიხედვით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი უქმდება და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. შესაბამისად, პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს