ფრიდონ ინჯია - ოდნავადაც რომ იყოს ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა, ჩვენი მხარდაჭერა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება

ჩვენი მხარდაჭერა იქნება ნებისმიერ შემთხვევაში, ოდნავადაც რომ იყოს ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა, - ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ "ქართული ოცნების" ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც "ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს.

მისივე თქმით, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა ჩვენი ქვეყნის იდენტობასა და ტრადიციებს ეწინააღმდეგება.

"მსოფლიოში სხვადასხვა ფსევდოლიბერალურ ძალებს ეს გამოაქვთ პირველ “პლანზე” და ეს ჩვენ ადათ-წესს და იდენტობას ეწინააღმდეგება. წერტილი უნდა დაესვას ამას ჩვენ ქვეყანაში. პროპაგანდა, შეკრებები, სახელმძღვანელოებში, წიგნებში, ირიბად თუ პირდაპირ - ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხის ინტერესებს", - განაცხადა ინჯიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება