ისრაელის თავდაცვის ძალები - ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა

ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

„ჩვენმა სამხედროებმა ალ-შიფას საავადმყოფოს შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 170 ტერორისტი გაანეიტრალეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა „ჰამასთან“ და „ისლამურ ჯიჰადთან“ კავშირში მყოფი ასობით ეჭვმიტანილი დააკავეს. ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა“, - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.

დანიელ ჰაგარიმ აღნიშნა, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული „ჰამასის“ მებრძოლების დიდი ნაწილი 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობდა.

„ახლა „ჰამასი“ საავადმყოფოს ოთახებიდან ისვრის. ტერორისტებმა ჩვენი ძალების მიმართულებით ნაღმმტყორცნები ისროლეს, რამაც საავადმყოფოს შენობას დიდი ზიანი მიაყენა“, - აღნიშნა ჰაგარიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება