ზაზა გოგავა - დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საქართველოს, მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგახართ

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საქართველოს, მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგახართ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაზა გოგავამ დღეს თბილისში, პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ აქცია-პერფორმანსზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მიუხედავად ამ გაუსაძლისი პირობებისა, იმ პრობლემებისა, რაც საქართველოს მოქალაქეს გააჩნია, დგახართ აქ, საქართველოს, მიხეილ სააკაშვილის გვერდით. დგახართ იმ იმედის გვერდით, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში მოახერხა და თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით, თქვენი შრომით, ეს ქვეყანა ჭაობიდან ამოეყვანა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ემიგრაციაში წასულ ქართველს, რომელმაც ელექტრონულად მიიღო ამ ყველაფერში მონაწილეობა. აქვე მინდა გითხრათ, რომ ერთადერთი ვინც თქვენი ხმა ვერ მოისმინა, ივანიშვილის ხელისუფლება და ქალბატონი პრეზიდენტი აღმოჩნდა. ეს ხმა მოისმინა დასავლურმა ცივილიზაციამ, არ დარჩენილა პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა საქართველოსი, რომელიც არ ითხოვს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, უკანონო პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, რომელიც ციხეში შეთითხნილი ბრალდებით ზის“, - განაცხადა ზაზა გოგავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება