ისრაელის პრემიერის ოფისი გაერო-ს რეზოლუციაზე - ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პოზიციიდან აშკარა გადახვევას წარმოადგენს და „ჰამასს“ იმედს აძლევს

ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში მის მრჩევლებს აღარ გაგზავნის. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში მისი მრჩევლების, რონ დერმერისა და ცაჰი ჰენეგბის, ვიზიტი მას შემდეგ გააუქმა, რაც აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო არ დაადო.

ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელის სამხედრო ძალისხმევას და მძევლების გათავისუფლების მცდელობებს ზიანს აყენებს.

„ეს გადაწყვეტილება ომის დაწყების შემდეგ უშიშროების საბჭოში აშშ-ის თანმიმდევრული პოზიციიდან აშკარა გადახვევას წარმოადგენს და „ჰამასს“ იმედს აძლევს, რომ საერთაშორისო ზეწოლა მათ ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის საშუალებას მისცემს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო აშშ-მა თავი შეიკავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს