ჯონ კირბი - ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისრაელის დელეგაცია ვაშინგტონში აღარ ჩამოვა

იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისრაელის დელეგაცია ვაშინგტონს აღარ ეწვევა, - ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ეს იმედგამაცრუებელია. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისინი ვაშინგტონში არ ჩამოვლენ, რათა რაფაჰში ოპერაციის ეფექტური ალტერნატივების შესახებ მნიშვნელოვანი საუბარი გვქონოდა“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდებიან, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება.

„ჩვენი შეხედულება, რომ რაფაჰში სახმელეთო ოპერაცია დიდი შეცდომა იქნება, არ შეცვლილა“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

ცნობისთვის, დღეს, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო აშშ-მა თავი შეიკავა. აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში მისი მრჩევლების, რონ დერმერისა და ცაჰი ჰენეგბის, ვიზიტი გააუქმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება