მაკა ბოჭორიშვილი - ვცდილობთ, გავაგრძელოთ პოზიტიური დინამიკა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის კუთხით - გაწევრიანების მოლაპარაკებები ყველა კანდიდატ ქვეყანასთან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა სხდომაზე ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გაფართოება არის უმთავრესი სტრატეგიული, გეოპოლიტიკური საკითხი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის მომავალს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მისი წარმატებისთვის", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ინფორმაციის თანახმად, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მნიშვნელოვან პროგრესზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე პროცესს.

„ამჟამად ვმუშაობთ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯზე და ვცდილობთ, რომ გავაგრძელოთ პოზიტიური დინამიკა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის კუთხით, მიუხედავად უსაფრთხოების იმ გამოწვევებისა, რაც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან გამომდინარე დგას ჩვენს წინაშე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, კანდიდატ ქვეყნებს სჭირდება ინტეგრაციის ეფექტიანი მექანიზმები, იმისათვის, რომ დაჩქარდეს კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია ევროკავშირში.

„ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია, მაგრამ ამასთანავე კანდიდატ ქვეყნებს უნდა მიეცეთ თანაბარი შესაძლებლობები. გაწევრიანების მოლაპარაკებები ყველა კანდიდატ ქვეყანასთან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, COSAC-ის პლენარული სესიაში, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა - ბელგია მასპინძლობს ბრიუსელში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების დელეგაციები და ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს