დონალდ ტრამპი - ისრაელმა ომი უნდა დაასრულოს

ისრაელმა ღაზაში ომი უნდა დაასრულოს, რადგან იგი მსოფლიოს დიდი ნაწილის მხარდაჭერას კარგავს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის გაზეთ Israel Hayom-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თქვენ ომი უნდა დაასრულოთ. თქვენ ეს უნდა დაასრულოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამას გააკეთებთ. ჩვენ მშვიდობას უნდა მივაღწიოთ, ამის გაგრძელება არ შეგვიძლია. და მე ვიტყოდი, რომ ისრაელი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან თქვენ მსოფლიოს დიდ ნაწილს კარგავთ, ბევრ მხარდაჭერას კარგავთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო „ჰამასი“ ისრაელზე თავდასხმას ვერ განახორციელებდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს