ვასილი მალიუკი - უკრაინას ყირიმის ხიდის სრული განადგურების პოტენციალი აქვს - ყველაფერს თავისი დრო აქვს

ყირიმის ხიდზე წარმატებული თავდასხმების შემდეგ, რუსეთის ფედერაცია აღარ იყენებს მას იარაღისა და განადგურების საშუალებების გადასაზიდად. აქამდე ხიდზე დღეში 42-46 მატარებელი გადიოდა, რომელსაც იარაღი და საბრძოლო მასალა გადაჰქონდა, ახლა მხოლოდ 4-5, აქედან ოთხი სამგზავრო მატარებელია, ერთს საერთო მოხმარების საქონელი გადააქვს, - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვასილი მალიუკმა განაცხადა.

მისი თქმით, ხიდს საავტომობილო მიმოსვლისთვის იყენებენ, მაგრამ შეზღუდულად.

ამასთან, ვასილი მალიუკმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპანტები ხიდის სრულ აღდგენაზე მუშაობენ და თუ ეს მოხდება, უკრაინული მხარის რეაქცია შესაბამისი იქნება.

"როდესაც ისინი აღადგენენ საყრდენებს, შესაძლოა, პოტენციურად ხელახლა დაიწყონ საბრძოლო მასალის გადატანა. შემდეგ, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ვეტყვით "გამარჯობას". ყველაფერს თავისი დრო აქვს, ნუ დავაჩქარებთ მოვლენებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს მისი სრული განადგურების პოტენციალი,“ - აღნიშნა მალიუკმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება