გუბერნატორის ინფორმაციით, ბელგოროდზე საჰაერო იერიში განხორციელდა, დაშავებულია 2 ადამიანი

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბელგოროდის ოლქში 13 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

მისი მტკიცებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა.

"ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ იმუშავა - 13 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, სოფელ დუბოვოეში ორი ადამიანი დაშავდა", - წერს გლადკოვი.

მისი განმარტებით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება