დიმიტრი პესკოვი - კავკასიის რეგიონი, სამწუხაროდ, სხვადასხვა გარერეგიონული ძალების ყურადღებას იქცევს - ვიმედოვნებთ, რომ ერევანში გაიმარჯვებს პოლიტიკური ნება, გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობების განვითარება

კავკასიის რეგიონი, სამწუხაროდ, სხვადასხვა გარერეგიონული ძალების ყურადღებას იქცევს. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალების მონაწილეობა ძალიან შეზღუდული უნდა იყოს, რადგან მას არ ძალუძს იქ სტაბილურობისა და კეთილდღეობის მოტანა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, როგორ აპირებს რუსეთი დსთ-ს რესპუბლიკებთან ურთიერთობას, რომელთაგან ზოგიერთი ბოლო დროს არც თუ ისე ისწრაფვის რუსეთთან თანამშრომლობისკენ.

პესკოვის თქმით, იმედი აქვს, ერევანში გაიმარჯვებს პოლიტიკური ნება, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებმა განვითარება განაგრძოს.

„ახლა საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივართ ჩვენს მეგობარ, მოძმე სომხეთთან ურთიერთობაში. ეს კიდევ უფრო მეტია ვიდრე ძმური, რადგან აქ კიდევ უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თავად სომხეთში. სხვათა შორის, ამ სომხების, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ეკონომიკური აქტივობა სომხეთის მთლიანი ბიუჯეტის ძალიან დიდ პროცენტს შეადგენს. ხალხი იქ რიცხავს ფულს, საუბარია წელიწადში რამდენიმე მილიარდ დოლარზე. მაგრამ კავკასიის რეგიონი, სამწუხაროდ, სხვადასხვა გარერეგიონული ძალების ყურადღებას იქცევს. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალების მონაწილეობა ძალიან შეზღუდული უნდა იყოს, რადგან მას არ ძალუძს იქ სტაბილურობისა და კეთილდღეობის მოტანა. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ერევანში გაიმარჯვებს პოლიტიკური ნება, გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობების განვითარება და ჩვენ წარმატებით გადავლახავთ ამ რთულ პერიოდს“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, დსთ-ს ქვეყნები რუსეთის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია.

„დსთ-ს ქვეყნები ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია და თითქმის ყველა მათგანთან გვაქვს ძალიან განვითარებული ორმხრივი ურთიერთობები. სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოს და მოლდოვას. დანარჩენზე კი თუ ვსაუბრობთ, მათ სუვერენიტეტს აბსოლუტური პატივისცემით ვეპყრობით. ამავე დროს, ჩვენ გვახსოვს ჩვენი საერთო ისტორია, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც განვითარდა საბჭოთა პერიოდში. დიახ, ახლა ამ ქვეყნებს განვითარების საკუთარი ტრაექტორია აქვთ, მაგრამ მათი ერთგულება საერთო ინტეგრაციული პროცესებისადმი ნარჩუნდება“, - აღნიშნა პესკოვმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო