დიმიტრი პესკოვი - უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთის მონაწილეობის გარეშე აბსურდი და უპერსპექტივოა

ნებისმიერი გლობალური სამშვიდობო სამიტი უკრაინასთან დაკავშირებით, რომელიც გამორიცხავს რუსეთს, აბსურდია და პერსპექტივა არ გააჩნია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი მტკიცებით, რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინასთან, რათა დაიცვას თავი დასავლეთისგან.

„შესაძლებელია თუ არა უკრაინის პრობლემის მოგვარება რუსეთის მონაწილეობის გარეშე? პასუხი ცალსახაა - შეუძლებელია. იმიტომ, რომ უკრაინა გადაიქცა ინსტრუმენტად კოლექტიური დასავლეთის ხელში, რისი დახმარებითაც ისინი აპირებენ, როგორც მათ ჰგონიათ, ზეწოლას მოახდინონ რუსეთზე, შეაკავონ რუსეთი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევაჩეროთ ჩვენი უსაფრთხოების შერყევის პროცესი, გამოვრიცხოთ ჩვენს საზღვრებთან, ჩვენს მიმართ აგრესიული მისწრაფებების, ნაციონალისტური ავსების მქონე სახელმწიფოს არსებობის შესაძლებლობა. როგორ შეგვიძლია დავუშვათ ჩვენს საზღვრებში ისეთი სახელმწიფოს არსებობა, რომელსაც განზრახული აქვს გამოიყენოს ნებისმიერი მეთოდი ჩვენთვის ყირიმის წასართმევად? აღარაფერს ვამბობ ახალ რეგიონებზე და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის განხილვა ჩვენი მონაწილეობის გარეშე არის აბსურდი და უპერსპექტივო“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს სამშვიდობო სამიტის გამართვის თხოვნით მიმართა. შვეიცარიამ განაცხადა, რომ მზადაა, შეხვედრას უმასპინძლოს და რომ მიმდინარეობს თარიღისა და დეტალების განხილვა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება