მიხეილ ხიდურელი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

„აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა და სააგენტოს ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები გააცნო, მათ შორის ექსპორტის, ინვესტიციებისა და მეწარმეობის მიმართულებით, ასევე ისაუბრა სააგენტოს სამომავლო გეგმებზე.

სააგენტოს ინფორმაციით, პრეზენტაციისას მიხეილ ხიდურელმა დეტალურად ისაუბრა სააგენტოს მხარდამჭერ მექანიზმებზე ადგილობრივი ბიზნესის განსავითარებლად, ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო გარემოს უპირატესობებს.

"სავაჭრო პალატასთან სისტემატურად გვაქვს საქმიანი შეხვედრები, დღევანდელი შეხვედრაც საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ვისაუბრეთ სააგენტოს სამომავლო გეგმებზე, რომელსაც 2024 წელს განვახორციელებთ. ეს ეხება ბონდების გამოშვების მიმართულებას, მცირე და საშუალო ბიზნესის ფონდის ჩამოყალიბებას და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში, ჩვენს წარმატებულ ნაბიჯებს. შეხვედრის მონაწილეებისგან ძალიან საინტერესო შეკითხვები დაისვა, განსაკუთრებით ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს მიმზიდველობაზე გეოპოლიტიკურ კონტექსტში" - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

"ამერიკის სავაჭრო პალატამ ტრადიციად აქცია სააგენტოს სიახლეების გაცნობა პალატის წევრებისა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ტრადიციულად, მიხეილ ხიდურელი და სააგენტოს გუნდი ბევრ სიახლესა და პოზიტიურ გეგმებს გვიზიარებენ სააგენტოს შესახებ, ეს გამოიხატა სავაჭრო პალატის წევრების დაინტერესებასა და დეტალურ კითხვა-პასუხში, რომელიც პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა. იმედი მაქვს, ჩვენ ერთად კიდევ ბევრ საინტერესო შეხვედრას ჩავატარებთ", - განაცხადა ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ირაკლი ბაიდაშვილმა.

შეხვედრის ბოლოს, სააგენტოს დირექტორმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც საქართველოში ბიზნესის განვითარებასა და ქვეყნის საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალს ეხებოდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო