ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის რეკომენდაციების განხილვის მიზნით ოფიციალური შეხვედრები გაიმართა

ბრიუსელში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით გაიმართა ქართულის მხარის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ეკონომიკურ საკითხებზე ევროკავშირის გაფართოების 2023 წლის ანგარიშის რეკომენდაციების განხილვის მიზნით. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შიდა ბაზრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული თავებით გათვალისწინებული რეკომენდაციები.

„კონკრეტულად, თემატური შეხვედრები შედგა საქონლის თავისუფალი გადაადგილების, საწარმო და სამრეწველო პოლიტიკის, დაფუძნების უფლების და მომსახურების გაწევის თავისუფლების, სახელმწიფო შესყიდვების, კონკურენციის პოლიტიკის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, გარემო და კლიმატის ცვლილების და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკის თავებით გათვალისწინებულ შეფასებებზე და რეკომენდაციებზე.

ევროკავშირის მხრიდან გაკეთდა განმარტებები იმ ნაბიჯებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, რაც უნდა გადადგას საქართველომ როგორც კანდიდატმა ქვეყანამ შემდგომი პროგრესის საჩვენებლად. ქართული მხარე გააგრძელებს რეკომენდაციების შესრულებას და შესაბამისი პროგრესი ასახული იქნება ევროკავშირის მომდევნო შეფასებაში, რომელიც წლის ბოლოსათვის არის დაგეგმილი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს