მოსკოვის სასამართლომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვასილი მალიუკს, ტერორიზმის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვასილი მალიუკს, ტერორიზმის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

”სასამართლომ დააკმაყოფილა გამომძიებლის მოთხოვნა ვ.ვ. მალიუკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის შესახებ”, - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

მალიუკს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით (ტერორისტული აქტი) ედება.

ცნობისთვის, ვალერი მალიუკმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მონაწილეობს. ამასთან, მან უსაფრთხოების სამსახურის სამიზნეებს შორის ოკუპირებული ყირიმის ხიდი დაასახელა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება