ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და პარტია „საქართველოსთვის" წევრები დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებასთან ერთად, ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც იყო. სიტუაცია თავად საკრებულოს დეპუტატებმა განმუხტეს.

პარტია „საქართველოსთვის" წევრი აკაკი გვიანიძე მმართველ გუნდს ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიის მიერ წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით შეკითხვებით მიმართავდა, რასაც „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

„კოლეგას ისე მომართეთ, როგორც საჭიროა. კითხვა გქონდათ, პასუხი გაგეცით. კითხვები მაქვს და გამეცით პასუხი, არ გაწყვეტინებთ საუბარს. ვინ შეგიშინებიათ, რომ შემაშინოთ”, - მიმართა საკრებულოში მმართველი გუნდის წევრებს აკაკი გვიანიძემ.

აკაკი გვიანიძეს „ქართული ოცნების“ წევრმა მინდია გოგუაძემ უპასუხა. „ენა გაქვს დაგრძელებული, ვინ არის ეს დეგენერატი კაცი?!- განაცხადა გოგუაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ მხარეებს მოუწოდა, რომ ეს არის დადგმული პროვოკაცია და ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება