გიორგი ამილახვარმა სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი სამუშაო ვიზიტით სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ამილახვარმა სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები და საგანმანათლებლო სისტემის მხარდამჭერი მექანიზმები განიხილეს.

„შეხვედრის მონაწილეებმა ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სომხეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიური ცენტრის გახსნას, მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებასა და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში სომხურენოვანი სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ნაბიჯები გააცნო. კერძოდ, გიორგი ამილახვარის თქმით, 2024-2025 სასწავლო წლიდან ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) ჩარიცხულ სომხურენოვან სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდა, შესაბამისად, სწავლა ყოველწლიურად 100 სომხურენოვანი სტუდენტის ნაცვლად 200 სტუდენტს დაუფინანსდება.

გიორგი ამილახვარმა სომეხ კოლეგასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზეც იმსჯელა, რაც, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული და სომხური ენისა და ლიტერატურის სწავლების გაძლიერებას, ხოლო მეცნიერების განვითარების კუთხით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას გულისხმობს.

შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერების მიზნით შესაბამისი სამუშაო ჯგუფების ფორმირების საკითხიც განიხილეს.

ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ