კახა კალაძე - ბიჭებო, გამარჯვებები და წარმატებები თქვენ! მინდორზე არცერთი მონაკვეთი არ უნდა დარჩეს უბრძოლველი

რესპუბლიკის მოედანზე ჩვენ ისევ მოვაწყობთ სპეციალურ სივრცეს, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია მოსვლა და გულშემატკივრობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვისას აღნიშნა.

თბილისის მერი პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც სპეციალური საგულშემატკივრო ზონის მოწყობა და ეკრანების მონტაჟი მიმდინარეობს.

„წინაზე, როცა ჩვენი ნაკრები ლუქსემბურგის ნაკრებს ეთამაშებოდა, მაშინაც მოვაწყვეთ დიდი ეკრანი მათთვის, ვინც სტადიონზე ვერ მოხვდა. უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს საქართველოს ნაკრებს. ვიცი, რომ აქვთ სურვილი დაესწრონ, მაგრამ ყველამ ვერ მოახერხა ბილეთების ყიდვა, რადგან სტადიონი მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას იტევს. სწორედ ამ ადამიანებისთვის, ჩვენ ისევ მოვაწყობთ სპეციალურ სივრცეს, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია მოსვლა და გულშემატკივრობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ტერიტორიაზე განთავსებულია როგორც დიდი ეკრანი, ასევე დამატებითი ეკრანები, კვების ობიექტები, საბავშვო და გულშემატკივართა ზონები.

„დღეს, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ყველამ კარგად იცის, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ნაკრების წევრებისთვის და როგორ ელოდება ამას სრულიად საქართველო. მე, როგორც ყოფილი ფეხბურთელი და დღეს უკვე დედაქალაქის მერი, მოგმართავთ ბიჭებო - გამარჯვებები და წარმატებები თქვენ! მინდორზე არცერთი მონაკვეთი არ უნდა დარჩეს უბრძოლველი. ყველა სანტიმეტრი, ყველა მეტრი უნდა იყოს მოგებული. დარწმუნებული ვარ, ამ სულისკვეთებითა და შემართებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავდებთ იმ შედეგს, რასაც ქართველი გულშემატკივარი ამდენი წელია ელოდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ნაკრებთან 21:00 საათზე გამართავს. თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანები და გულშემატკივართა ზონა 19:00 საათიდან იქნება მოწყობილი. ასევე, პირდაპირი ეთერის დაწყებამდე, მაყურებლების განწყობაზე ქართველი მუსიკოსები იზრუნებენ.

გარდა ამისა, მუნიციპალური ტრანსპორტი 27 მარტის 02:00 საათამდე იმუშავებს, რათა „დინამო არენაზე“ და პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოსულ გულშემატკივარს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს