მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - ბავშვების უფლებების დაცვას და ოჯახურ ღირებულებებს ისინი ეძახიან ჰომოფობიას - ეს არის ღირებულებითი ომი, რომელშიც ვერ გაიმარჯვებენ ისინი, იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ მომავალი თაობების წინაშე

ჩვენ ვცდილობთ, უფლებები და პროპაგანდა გავმიჯნოთ, ერთმანეთისგან აბსოლუტურად გავაცალკეოთ და პროპაგანდისტები ცდილობენ, რომ უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთში აურიონ. ეს არის მთავარი ღირებულებითი ხაზი, ღირებულებითი ომი, რომელ ომშიც ვერ გაიმარჯვებენ ისინი, იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ მომავალი თაობების წინაშე, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერების შეფასებებს, მმართველი პარტიის მიერ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ცვლილებები ჰომოფობიურია, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ადამიანის უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთისგან გამიჯნოს, რის საპირისპიროდაც იქცევა ოპოზიცია.

"ჰომოფობიის მნიშვნელობა, მგონი არ იციან ამათ. როდესაც უფლებებს მიჯნავ პროპაგანდისგან, მავნე შედეგის თავს მოხვევისგან და რამეს კი არ კრძალავ სინამდვილეში - უპირატესი მიზანია დაცვა, რაღაცის აკრძალვა კი არა, შენი მომავალი თაობების დაცვა ამ მავნე, საშინელი პროპაგანდის შედეგებისგან. ამისგან შვილების, შვილიშვილების, მომავალი თაობების დაცვა, ოჯახური ღირებულების და არასრულწლოვანების ინტერესების დაცვაა პრიორიტეტში და არა რაღაცის აკრძალვა, რომ ურევენ სპეციალურად ერთმანეთში. იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ გავაცალკეოთ უფლებები და პროპაგანდა, ერთის ხარისხი ავწიოთ და მეორეს ვებრძოლოთ, ისინი ცდილობენ ესენი შეაერთონ, გააიგივონ ერთმანეთთან და ამით მოატყუონ საზოგადოება. წინასწარ გეუბნებით, ხან ფაშიზმს დაუძახებენ, ხან ჰომოფობიას, დღენახევარი არ არის გასული, უკვე მათი მთელი კამპანია აგებულია იმაზე, რომ კანონპროექტი ჰომოფობიურია. ბავშვების უფლებების დაცვას და ოჯახურ ღირებულებებს ისინი ეძახიან ჰომოფობიას. ოჯახური ღირებულები და ბავშვების უფლებების დაცვა, მათთვის ყოფილა ჰომოფობია - აი სად დავიდნენ და რაზე გააკეთეს აქცენტები, რაზე აკეთებენ შტურმს და იერიშს. ახლა დაარქმევენ ფაშიზმს, მოატყუებენ ხალხს, რომ იქნება ცენზურა, აკრძალავენ ნაწარმოებებს და რაღაც საოცრებებს ილაპარაკებენ. თუმცა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ღირებულებით ბრძოლაში რომ გავიმარჯვებთ, აი ამ პიარულ ბრძოლაშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ მართლები ვართ ამ ბრძოლაში." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო