ქალაქ ბალტიმორში ხიდის ჩანგრევის შემდეგ მერილენდის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ქალაქ ბალტიმორში ხიდის ჩანგრევის შემდეგ მერილენდის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ იმ მამაცი მამაკაცების და ქალების მადლობელი ვართ, რომლებიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ და ყველას უსაფრთხოებისთვის ვლოცულობთ“, - განაცხადა მერილენდის შტატის გუბერნატორმა, ვეს მურმა.

ბალტიმორის სახანძრო სამსახურის უფროსმა, ჯეიმს უოლასმა განაცხადა, რომ დილით, წყლიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ჩვენ ამ ეტაპზე ძალიან აქტიურ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის მდგომარეობაში ვართ“, - აღნიშნა ჯეიმს უოლასმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება