მამუკა მდინარაძე - ჩვენ ვცდილობთ უფლებები და პროპაგანდა გავაცალკეოთ, ერთის ხარისხი ავწიოთ და მეორეს ვებრძოლოთ, პროპაგანდისტები კი ცდილობენ შეატყუპონ და ერთმანეთთან გააიგივონ - ფსევდოლიბერალები ეროვნულ საქმეს ვერ შეგვაწყვეტინებენ

ჩვენ ვცდილობთ უფლებები და პროპაგანდა გავაცალკეოთ, ერთის ხარისხი ავწიოთ და მეორეს ვებრძოლოთ, პროპაგანდისტები ცდილობენ შეატყუპონ, შეაერთონ, გააიგივონ ერთმანეთთან და ამით საზოგადოება მოატყუონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ქვეყნის გარეთ ფსევდოლიბერალების მოწოდებების გაზიარებას არ აპირებს.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ უფლებები და პროპაგანდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, გავაცალკეოთ. პროპაგანდისტები ცდილობენ, რომ უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთში აურიონ. ეს არის მთავარი ღირებულებითი ხაზი და ამ ხაზზე მიდის ბრძოლა, ღირებულებითი ომი, რომელ ომშიც ვერ გაიმარჯვებენ ისინი, იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ მომავალი თაობების წინაშე. როცა უფლებებს მიჯნავ პროპაგანდისგან და თავს მოხვევისგან, მავნე შედეგისგან, რამეს კი არ კრძალავ სინამდვილეში, უპირატესი მიზანი არის დაცვა - აკრძალვა კი არა, შენი მომავალი თაობების დაცვა ამ მავნე და საშინელი პროპაგანდის შედეგებისგან. ამისგან შვილების, შვილიშვილების, მომავალი თაობების დაცვაა, ოჯახური ღირებულების და არასრულწლოვანების ინტერესების დაცვაა პრიორიტეტი და არა რაღაც აკრძალვა.

ჩვენ ვცდილობთ უფლებები და პროპაგანდა გავაცალკეოთ, ერთის ხარისხი ავწიოთ და მეორეს ვებრძოლოთ, ისინი ცდილობენ შეატყუპონ, შეაერთონ, გააიგივონ ერთმანეთთან და ამით საზოგადოება მოატყუონ. ხან ფაშიზმს, ხან ჰომოფობიას დაუძახებენ. უკვე დღე ნახევარი არაა გასული, მთელი მათი კამპანია აგებულია ჰომოფობიურ კანონპროექტზე ანუ ბავშვების უფლებების დაცვასა და ოჯახურ ღირებულებებს ისინი ეძახიან ჰომოფობიას. ოჯახური ღირებულებები და ბავშვების უფლებების დაცვა მათთვის ყოფილა ჰომოფობია, სად ჩავიდნენ, სად დავიდნენ და რაზე გააკეთეს აქცენტები?! ჩვენ, მათ შორის, ამ პიარულ ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ.

რომელი ფსევდოლიბერალი რას იტყვის საქართველოსთან დაკავშირებით, ქვეყნის გარეთაც მხარდამჭერი ქართველი ფსევდოლიბერალი, ეს არ არის საინტერესო, ჩვენს ეროვნულ საქმეს ამით ვერ შეგვაწყვეტინებენ. ამ ვითარებაში, როცა ღირებულებითი ბრძოლა მიდის, ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდებათ, მათ შორის, ქვეყნის გარედან, მაგრამ ჩვენ ამას არ გავითვალისწინებთ, ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, იმიტომ, რომ ჩვენი [მიზანი] ეროვნული ინტერესებია და მათი მოახვიონ რაღაც თავს, რაც არ გამომდინარეობს ქვეყნისა და ეროვნული ინტერესებიდან, აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ყურადღებას არ მივაქცევთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება