მამუკა მდინარაძე - ოპოზიციაში რომ ვიყო, ტაშს დავუკრავდი, რომ როგორც იქნა მმართველმა ძალამ ნაბიჯი ჩვენსკენ გადმოდგა - როცა რეიტინგის პიკში მყოფ პარტიაზე ამბობ, რომ მას რაღაცის ეშინია, სისულელე და არაადეკვატურობაა!

ოპოზიციაში რომ ვიყო, ტაშს დავუკრავდი, რომ როგორც იქნა მმართველმა ძალამ ნაბიჯი ჩვენსკენ გადმოდგა - როცა რეიტინგის პიკში მყოფ პარტიაზე ამბობ, რომ მას რაღაცის ეშინია, სისულელე და არაადეკვატურობაა! - ასე პასუხობს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კრიტიკას, რომელიც საკრებულოების მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად დადგენილი 40%-იანი ბარიერის გაუქმების ინიციატივას უკავშირდება.

მდინარაძის აზრით, 40%-იანი ბარიერის გაუქმება მეტი დემოკრატიულობისა და წარმომადგენლობისკენ გადადგმული ნაბიჯია. მან ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურს სახელისუფლო პარტიის წარმომადგენელი “გარანტირებულად იგებს“.

“როცა ოპოზიციაში ხარ, 2%-3% გაქვს, იმაზე უნდა იზრუნო, იქნებ როგორღაც ვინმეს შეეკრა და სადმე მაჟორიტარი მაინც გაიყვანო და ამ დროს რეიტინგის პიკში მყოფ პარტიაზე ამბობ, რომ მას რაღაცის ეშინია, პიარულ სისულელეს ლაპარაკობ! თუ სურთ ხალხს ის დააჯერონ, რომ ეს ინიციატივა მეტი დემოკრატიულობისკენ და ინკლუზიურობისკენ გადადგმული ნაბიჯი არ არის, შეიძლება აღნიშნულ საკითხს საერთოდ დავანებოთ თავი“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივის მეორე ნაწილს, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიაში ცალკეული დეპუტატობის კანდიდატების მუნიციპალიტეტების დელეგატებად განსაზღვრას ეხება, მდინარაძის თქმით, სიტყვა “დელეგატი“ სხვა სიტყვით შეიცვლება.

“უზრუნველვყოფ, რომ კანონში სიტყვა “დელეგატი“ არ ეწეროს. სიტყვა დელეგატი არ მომწონს, რადგან არარელევანტურია, რაზეც გუნდში ბევრი მეთანხმება, მაგრამ პროექტით წარმოდგენილია ის პრინციპი, თუ რა გვინდა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება