რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი - უკრაინის სპეცსამსახურებმა ხელი შეუწყვეს მოსკოვში მომხდარ თავდასხმას - ბანდიტებს უკრაინის ტერიტორიაზე გადასვლა სურდათ, მათ იქ ელოდნენ

უკრაინის სპეცსამსახურებმა ხელი შეუწყვეს „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმას, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა.

„მიგვაჩნია, რომ ეს ქმედება მოამზადეს თავად ისლამისტმა რადიკალებმა და დასავლურმა სადაზვერვო სამსახურებმა, ბუნებრივია, ხელი შეუწყვეს. თავად უკრაინის სპეცსამსახურები უშუალოდ არიან დაკავშირებული“, - აღნიშნა ალექსანდრე ბორტნიკოვმა.

მისი განმარტებით, დამკვეთი ჯერ არ არის გამოვლენილი, მაგრამ, უშიშროების ფედერალური სამსახური ყველაფერს გააკეთებს ტერაქტის ორგანიზატორების გამოსავლენად.

ალექსანდრე ბორტნიკოვის მტკიცებით, ტერორისტებს უკრაინაში გაქცევა სურდათ და მათ იქ ელოდნენ, თუმცა რუსეთის სპეცსამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს არ მომხდარიყო.

„ბანდიტები აპირებდნენ საზღვარგარეთ წასვლას, კონკრეტულად უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენი წინასწარი ოპერატიული ინფორმაციით, მათ იქ ელოდნენ. პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ: მათ სურდათ, რომ გმირებივით დახვედროდნენ მათ“, - აღნიშნა ბორტნიკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მეგობარი ქვეყნების სპეცსამსახურებთან ერთად, მუშაობს ტერაქტში ჩართული ყველა პირის გამოსავლენად.

შეგახსენებთ, მოსკოვში, გასულ პარასკევს მომხდარ თავდასხმაზე, რომლის შედეგად 139 ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება