ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი იოსავა გაეცნენ.

„პროექტის შესაბამისად: დაიგება ასფალტის საფარი; მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები, რკინა-ბეტონის კიუვეტები, საგზაო ნიშნები და ხელოვნური ბარიერები.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.

ხობის მუნიციპალიტეტის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს