სევდია უგრეხელიძე - 2 წლის განმავლობაში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისგან მიხეილ სააკაშვილზე არც ერთი სიტყვა არ მოვისმინეთ, საფრთხეშია არა მხოლოდ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არამედ ამ ინსტიტუტის სანდოობა

ძალიან ვწუხვარ, რომ ორი წლის განმავლობაში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისგან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე არც ერთი სიტყვა არ მოვისმინეთ, საფრთხეშია არა მხოლოდ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არამედ ამ ინსტიტუტის - ევროპის საბჭოს სანდოობა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დღეს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46-ე სესია გაიმართა, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი სევდია უგრეხელიძე, როგორც საქართველოს დელეგატები, სიტყვით გამოვიდნენ.

„მოვისმინე თქვენი პასუხები მიხეილ სააკაშვილის შესახებ, მაგრამ ეს არც საკმარისია და არც ადეკვატური. ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშის თანახმად, კლინიკა “ვივამედში” არსებული სიტუაცია არის რეპრესიული, დამამცირებელი და არახელსაყრელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ძალიან ვწუხვარ, რომ ორი წლის განმავლობაში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისგან არც ერთი სიტყვა არ მოვისმინეთ სააკაშვილის საქმეზე. საფრთხეშია არა მხოლოდ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე - განსაკუთრებით ნავალნის სიკვდილის შემდეგ - არამედ ამ ინსტიტუტის - ევროპის საბჭოს სანდოობა. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რადგან დიდი ხანია ამ ინსტიტუტში ვარ წარმოდგენილი და მჯერა ამ ინსტიტუტის, რომლის ქმედებები ჩემთვის და ქართველი ამომრჩევლისთვის არ არის საკმარისი“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს