გიორგი ამილახვარი ერევანში მესროპ მაშტოცის სახელობის ხელნაწერთა კვლევითი ინსტიტუტის მატენადარანის საქმიანობას გაეცნო

სომხეთში, სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ერევანში მესროპ მაშტოცის სახელობის ხელნაწერთა კვლევით ცენტრს, მატენადარანს ეწვია, სადაც ინსტიტუტის საქმიანობას გაეცნო და სომხურ ხელნაწერთა გამოფენა დაათვალიერა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მატენადარანი უძველესი სომხური ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია, სადაც 23 000-მდე ხელნაწერია დაცული, მათ შორის, X-XX საუკუნეებით დათარიღებული 45-ზე მეტი ქართული ხელნაწერი, 55-ზე მეტი ფრაგმენტი და პალიმფსესტი ინახება.

„აღსანიშნავია, რომ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და სომხეთის ხელნაწერთა კვლევით ცენტრ „მატენადარანს‘‘ შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია ერთობლივი კვლევითი პროექტის განხორციელება, რომელზეც ქართველი და სომეხი სპეციალისტები ერთობლივად იმუშავებენ“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება