ბოლნისის მერმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა მოქალაქეებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს, ბოლნისის საპატიო მოქალაქეებსა და მედიას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ბოლნისის მერიის ინფორმაციით, დავით შერაზადიშვილმა ანგარიშში ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა, ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მათივე ცნობით, ანგარიშის წარდგენას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი მოადგილეებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, მერიის სამსახურის უფროსები, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე, კომპანია RMG-ის წარმომადგენლები და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ესწრებოდნენ.

ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის დასასრულს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

,,დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს, მედიასა და საზოგადოებას 2023 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გავაცანი.

გასული წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ყველა მიმართულებით ნაყოფიერი აღმოჩნდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2023-ში 12 792 389 ლარის ღირებულების 132 ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. 2023 წელს, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის ჯამში 4 015 241 ლარი დავხარჯეთ, დახმარება კი 5 488 ბენეფიციარს გავუწიეთ.

ვიმედოვნებ, რომ 2024 წელი ბოლნისისთვის არაერთი წარმატების მომტანი იქნება. ჩვენ კი მოქალაქეებისა და მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის მუშაობას კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს